ისრაელმა „ჰეზბოლას“ გვირაბების დასანგრევად ოპერაცია „ჩრდილოეთის ფარი“ დაიწყო
ისრაელმა ლიბანის სასაზღვრო ზონაში „ჰეზბოლას“ გვირაბების დასანგრევად ოპერაცია „ჩრდილოეთის ფარი“ დაიწყო. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ოპერაცია მხოლოდ ისრაელის ტერიტორიაზე განხორციელდება და ლიბანის მხარეს არ გადავა.
თელ-ავივში ამტკიცებენ, რომ ლიბანური შიიტური ორგანიზაციის გვირაბები ისრაელის ტერიტორიაზე შედის და მას თავდასხმებისთვის იყენებენ.
„ჰეზბოლას“ გვირაბების აღმოსაჩენად, ისრაელმა სპეციალური გუნდი 2014 წელს ჩამოაყალიბა, 2015 წელს კი ლიბანის საზღვართან ბარიერები შექმნა და გვირაბების ნეიტრალიზების მიზნით ტექნოლოგიები დააფუძნა.
შიიტურმა ორგანიზაციამ პირველ დეკემბერს ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ თუ ისრაელი ლიბანის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმებს განახორციელებს, პასუხი მწვავე იქნება.
2006 წელს ისრაელის თავდაცვის ძალებსა და „ჰეზბოლას“ შორის საომარი მოქმედებების შედეგად, ლიბანში ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ისრაელის მხარეს კი, 159.