ისრაელმა და აშშ-მა სარაკეტო თავდაცვის სისტემა Arrow-3-ის გამოცდა წარმატებით განახორციელეს

11:31, 22.01.2019

ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ და აშშ-ის სარაკეტო თავდაცვის სააგენტომ სარაკეტო თავდაცვის სისტემა Arrow-3-ის გამოცდა წარმატებით განახორციელეს. ისრაელის მედიის ინფორმაციით, სისტემის გამოცდა ცენტრალურ ისრაელში მოხდა.

თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემას ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება დედამიწის ატმოსფეროს გარეთ შეუძლია. ახალი სარაკეტო სისტემა ბირთვული ქობინით არ არის აღჭურვილი და სამიზნე ბალისტიკურ რაკეტას შეჯახებით ანადგურებს.

ისრაელის მედია წერს, რომ Arrow-3-ის სარაკეტო სისტემის ამოცანა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებისგან ქვეყნის დაცვაა, მთავარ საფრთხედ კი, ირანი მიიჩნევა.

 

მსგავსი