ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანეს
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე ავიაიერიშები მიიტანეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა ღაზას სექტორი დაბომბეს. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, საჰაერო ძალებმა ავიაიერიშები მიიტანეს ღაზას სექტორში განთავსებულ დაჯგუფება „ჰამასის“ ობიექტებზე. თავდაცვის ძალების ცნობით, ავიაიერიშები ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით აალებადი ბუშტების გაშვების საპასუხოდ განხორციელდა.

პალესტინური მედიის ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა.