ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გემებს, რომლებსაც წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტები დაესხნენ თავს, კავშირი არ ჰქონდათ ისრაელთან
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ გემებს, რომლებსაც წითელ ზღვაში იემენელი ჰუსიტები დაესხნენ თავს, კავშირი არ ჰქონდათ ისრაელთან

ისრაელში იემენელი ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში გემებზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურნენ.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი აცხადებს, გემებს არანაირი კავშირი არ ჰქონდათ ისრაელთან.

„ორ კომერციულ გემს, რომლებზეც თავდასხმა განხორციელდა, არანაირი კავშირი არ აქვს ისრაელთან. მკაფიოდ ვიმეორებ, რომ გემებს არ ჰქონდათ კავშირი ისრაელთან. ერთი გემი საგრძნობლად დაზიანდა და ჩაიძირა, ხოლო მეორე გემი დაზიანდა“, – აღნიშნა ჰაგარმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა თავდასხმაში ირანი დაადანაშაულა, რომელიც, მისი თქმით, მხარს უჭერს იემენელ ჰუსიტებს.

„უნდა გვესმოდეს, რომ იარაღი, რომლითაც ჰუსიტები თავდასხმას ახორციელებენ, არის ირანული იარაღი. ეს არის გლობალური პრობლემა, რეგიონული პრობლემა და ჩვენ უნდა ვნახოთ, როგორ რეაგირებს მსოფლიო ამაზე. ნაოსნობის თავისუფლება საშიში ხდება მსოფლიოს ამ ნაწილში“, – განაცხადა ჰაგარმა.