საბერძნეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

16:14, 30.06.2024

საბერძნეთის დედაქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ტყეში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ხანძრის გამო სტიქიის ზონასთან ახლოს მცხოვრები, ოთხი დასახლების მცხოვრებლების ევაკუაცია დაიწყო.

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს. შემთხვევის ადგილზე 78 მეხანძრე-მაშველი და 26 ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად საჭირო გახდა ვერტმფრენების გამოყენებაც.

მსგავსი