ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი ისრაელში ბრუნდება
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული 13 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი ისრაელში ბრუნდება

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰამასის“ მიერ გათავისუფლებული მძევლები წითელმა ჯვარმა ეგვიპტეში გადაიყვანა და ისინი ისრაელში ბრუნდებიან.

როგორც „ბიბისი“ წერს, გათავისუფლებული მძევლებიდან 13 ისრაელელი, ხოლო ოთხი ტაილანდის მოქალაქეა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მძევლების ოჯახები უკვე ინფორმირებული არიან მათ გათავისუფლების შესახებ.

მანამდე ისრაელმა ტყვეების გაცვლის გადადებაში „ჰამასი“ დაადანაშაულა, ხოლო „ჰამასმა“ ზავის პირობების დარღვევაში ისრაელს დასდო ბრალი. მოგვიანებით კი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დაბრკოლებები გადალახულია და ამაღამ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდება.