კატარის საგარეო უწყების სპიკერი - დაბრკოლებები გადალახულია, ამაღამ 39 პალესტინელი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება
კატარის საგარეო უწყების სპიკერი - დაბრკოლებები გადალახულია, ამაღამ 39 პალესტინელი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება

კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დაბრკოლებები გადალახულია და ამაღამ რამდენიმე მძევალი გათავისუფლდება.

„ორივე მხრიდან პატიმრების გათავისუფლების გაჭიანურების შემდეგ, კატარისა და ეგვიპტის კომუნიკაციებით ორივე მხარესთან, დაბრკოლებები გადაილახა. Ამაღამ 39 პალესტინელი ქალი და ბავშვი 13 ისრაელელი მძევლის სანაცვლოდ გათავისუფლდება“, – განაცხადა მაჯედ ალ-ანსარიმ.

მანამდე ისრაელმა ტყვეების გაცვლის გადადებაში „ჰამასი“ დაადანაშაულა, ხოლო „ჰამასმა“ ზავის პირობების დარღვევაში ისრაელს დასდო ბრალი.