ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს კვლავ თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია
ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს კვლავ თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ, ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია

ისრაელის თავდაცვის ძალები მოქალაქეებს კვლავ თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.

მათივე ცნობით, ირანიდან რაკეტები ისრაელის მიმართულებით კიდევ ერთხელ გაუშვეს, რის გამოც ქვეყნის მასშტაბით საჰაერო განგაშია.

აფეთქებების ხმა ისმის იერუსალიმსა და თელ ავივში. ამ დროისთვის უცნობია, ეს აფეთქებები მოგერიებული ირანული რაკეტების ფრაგმენტებისგანაა გამოწვეული თუ უშუალოდ სარაკეტო დარტყმების შედეგია. ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ ირანმა მორიგი სარაკეტო იერიში წამოიწყო ისრაელის მიმართულებით.

ამასთან, „სიენენი“ ისრაელის ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი ბუნკერში იმყოფებიან, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებსა და სამხედრო მაღალჩინოსნებთან ერთად ირანის სარაკეტო თავდასხმაზე საპასუხო რეაგირების გზებზე მსჯელობენ.

ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა.