ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა
ისრაელში ირანის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 63-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია საგანგებო სიტუაციების სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, კიდევ ერთი პირი სერიოზულად მძიმეა, ხოლო რვა ადამიანს საშუალო სიმძიმის დაზიანებები აქვს. სხვა მოქალაქეებს კი მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ.