ისრაელის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან სრულად აღდგება
ისრაელის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან სრულად აღდგება

ისრაელის სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი მომავალი კვირიდან სრულად აღდგება, – განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკეთა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

ისრაელში, სადაც ცხრა მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ახალი კორონავირუსის 16 579 შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსით ქვეყანაში 265 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირების გამო, ისრაელმა დაწესებული შეზღუდვები შეამსუბუქა.

ისრაელში გაიხსნა სავაჭრო ცენტრები და ბაზრები.

დატოვე კომენტარი