ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე რეიდის დროს, 22 წლის პალესტინელი მამაკაცი მოკლეს. დაჭრილია კიდევ სამი პირი.
გავრცელებული ინფორმაციით, თაამუნის დასახლებაში შეკრებილი 50-მდე პალესტინელი ისრაელის არმიის მიმართულებით ქვებს ისროდა. მათი დარბევის მიზნით კი, სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს.