ისრაელის სამთავრობო კოალიციის წევრები პარლამენტის დაშლასა და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ
ისრაელის სამთავრობო კოალიციის წევრები პარლამენტის დაშლასა და ვადამდელ არჩევნებზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2019 წლის აპრილში ჩატარდება.
კოალიციური კრიზისის საფუძველი სამხედრო გაწვევის კანონპროექტი გახდა, რომელიც ულტრა-ორთოდოქსი ებრაელი მამაკაცებისთვის სამხედრო-სავალდებულო სამსახურის თავიდან არიდების აკრძალვას ითვალისწინებს.
ნეთანიაჰუ ისრაელის მთავრობას მეოთხე ვადით მართავს, თუმცა კორუფციასთან დაკავშირებულმა გამოძიებამ მის რეიტინგზე უარყოფითად იმოქმედა. ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელი ბრალდებებს უარყოფს.