ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზაში პალესტინური სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა
ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზაში პალესტინური სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა

ისრაელის სამხედრო ავიაციამ ღაზას სექტორში პალესტინური სამხედრო ჯგუფების ობიექტები დაბომბა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ეს იყო პასუხი ღაზას სექტორიდან ცეცხლგამჩენი საჰაერო ბურთების გაშვებაზე, რომელმაც ისრაელის ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილას ხანძრის კერა წარმოქმნა.

პალესტინური მედიასაშუალებების ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ქალაქ ღაზასა და ქალაქ ხან იუნისის ტერიტორიები დაბომბეს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ცეცლგამჩენი საჰაერო ბურთების გაშვების გამო, ისრაელმა არაბულ ანკლავს სათევზაო ზონა 12 საზღვაო მილიდან ექვს საზღვაო მილამდე შეუმცირა.

დატოვე კომენტარი