ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიას მარშრუტის შეცვლა მოსთხოვეს
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიას მარშრუტის შეცვლა მოსთხოვეს

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვაო ძალები ღაზისკენ მიმავალ ფლოტილიას დაუკავშირდნენ და მარშრუტის შეცვლა მოსთხოვეს.

სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა ფლოტილიას აცნობა, რომ ისინი უახლოვდებიან აქტიური საბრძოლო ზონას და არღვევენ საზღვაო ბლოკადას.

პარალელურად, ფლოტილიის შემადგენლობაში ერთ-ერთ გემზე მყოფმა ჟურნალისტმა „როიტერს“ განუცხადა, რომ ისრაელმა დაიწყო გემების შეჩერება. მისი თქმით, ყველა გემი ჯერ არ არის შეჩერებული – ნაწილი ჯერ კიდევ ცდილობს ღაზამდე მისვლას.

მანამდე, ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის ორგანიზატორებმა გემებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ორგანიზატორების განმარტებით, ისრაელის საზღვაო ძალები ფლოტილიას ერთ საათში შეაჩერებდნენ.