ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის გემებზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული ფლოტილიის ორგანიზატორებმა გემებზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. ორგანიზატორების განმარტებით, ისრაელის საზღვაო ძალები ფლოტილიას მომდევნო ერთი საათი შეაჩერებენ.
ფლოტილიაზე მყოფმა ორმა წყარომ საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ განუცხადა, რომ რამდენიმე გემი მათკენ მიემართება. ჯერ არ არის ცნობილი, ვის ეკუთვნის ეს გემები.
ისრაელის ოფიციალური პირები აღნიშნულის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ, თუმცა, მანამდე განაცხადეს, რომ ნებისმიერ საშუალებას გამოიყენებენ, რათა გემებმა ღაზის სექტორს ვერ მიაღწიონ. ისრაელმა არაერთხელ გააფრთხილა ფლოტილია, უკან დაბრუნებულიყო.