ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის ნაბიჯებს სათანადოდ ვუპასუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი - ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის ნაბიჯებს სათანადოდ ვუპასუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება

ისრაელის წინააღმდეგ ევროკავშირის ნაბიჯებს სათანადოდ ვუპასუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება. ასე გამოეხმაურა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი ევროკომისიის მიერ ისრაელის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივის წარდგენას.

„პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით, კომისართა საბჭოს რეკომენდაციები მორალურად და პოლიტიკურად დამახინჯებულია და იმედია, ისინი ისევე არ იქნება მიღებული, როგორც აქამდე ხდებოდა. ისრაელის წინააღმდეგ ქმედებები თავად ევროპის ინტერესებს დააზარალებს. ევროპაში მეგობრების დახმარებით ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას მისთვის ზიანის მიყენების მცდელობების წინააღმდეგ ეგზისტენციალურ ომში მონაწილეობის პარალელურად. ისრაელის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს სათანადოდ ვუპასუხებთ და ვიმედოვნებთ, რომ ეს საჭირო არ იქნება“, – წერს მინისტრი სოციალურ ქსელ X-ში.

ევროკომისიამ დღეს წარადგინა ისრაელის წინააღმდეგ სანქციები. ევროკომისიის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეთავაზება მოიცავს „ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულების შეჩერებას, ასევე ექსტრემისტი მინისტრების, დასავლეთ სანაპიროზე ახალმოსახლეებისა და „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას“. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს.