ისრაელის საელჩო - არ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“
ისრაელის საელჩო - არ ვცნობთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“

ისრაელის საელჩო კიდევ ერთხელ მკაფიოდ ადასტურებს თავის პოზიციას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ისრაელის საელჩო ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„შესაბამისად, ისრაელი არ ცნობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების დარღვევით ჩატარებულ ნებისმიერ „არჩევნებსა“ თუ „რეფერენდუმებს“,- აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა.  პირველადი შედეგების მიხედვით, მარიონეტული რეჟიმი სავარაუდოდ მეორე ტურს გამართავს. სეპარატისტული რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დე ფაქტო ლიდერი ანატოლი ბიბილოვი და ალან გაგლოევი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.