ისრაელის პრეზიდენტმა სიდნეიში სროლის შემდეგ ავსტრალიის მთავრობას მოუწოდა, იბრძოლოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ

16:32, 14.12.2025

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა სიდნეიში მომხდარი სროლის შემდეგ ავსტრალიის მთავრობას მოუწოდა, იბრძოლოს ანტისემიტიზმის წინააღმდეგ.

„ამ წუთებში ჩვენს დებს და ძმებს სიდნეიში, ავსტრალიაში თავს ესხმიან ბოროტი ტერორისტები – ეს არის სასტიკი შეტევა ებრაელებზე. ავსტრალიის მთავრობას მოვუწოდებ, მიიღონ ზომები და ებრძოლონ ავსტრალიის საზოგადოებაში არსებული ანტისემიტიზმის უზარმაზარ ტალღას“, – განაცხადა ჰერცოგმა.

ცნობისთვის, სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, არიან დაშავებულები. პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, აქედან ორი პოლიციელია.

მსგავსი