სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, სულ მცირე, 13 კი დაშავდა
სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, სულ მცირე, 13 კი დაშავდა

სიდნეიში, სანაპიროზე სროლის შედეგად ათი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი თავდამსხმელი დაიღუპა, არიან დაშავებულები.

ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

პოლიციის ცნობით, ინციდენტის დროს სანაპიროზე ხანუქას დღესასწაულს აღნიშნავდნენ. სროლის შედეგად, სულ მცირე, 13 ადამიანი დაშავდა, აქედან ორი პოლიციელია.

თვითმხილველები ამბობენ, რომ, სულ მცირე, 50 გასროლის ხმა გაიგეს. პოლიციის ინფორმაციით, ერთ-ერთი სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.

აღნიშნულს ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი, ენტონი ალბანეზი გამოეხმაურა და შემთხვევას „შოკის მომგვრელი და შემაძრწუნებელი“ უწოდა.