ისრაელის მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ირანის პარალელურად, ისრაელის ავიაიერიშები განხორციელდა ერაყსა და სირიაში
ისრაელის მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ირანის პარალელურად, ისრაელის ავიაიერიშები განხორციელდა ერაყსა და სირიაში

ისრაელის მედიის ინფორმაციით, გასულ ღამეს, ირანის პარალელურად, ისრაელის ავიაიერიშები განხორციელდა ერაყსა და სირიაში.

ისრაელის მედია წერს, რომ საჰაერო თავდასხმების სამიზნე გახდა შენობა ბაღდადში, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი რამდენიმე ჯგუფი და „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ წევრები მაღალი დონის შეხვედრას მართავდნენ.

პარალელურად, სირიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად, ისრაელის სამხედრო ავიაციამ სირიის სამხრეთში იერიში მიიტანა სირიის საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე, რამაც მატერიალური ზარალი გამოიწვია.

ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა დღეს დილით მიიტანა.