ისრაელის ფინანსთა მინისტრი საუდის არაბეთზე გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის
ისრაელის ფინანსთა მინისტრი ბეზალელ სმოტრიჩი საუდის არაბეთის მიმართ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს იხდის.
„ჩემი კომენტარი საუდის არაბეთთან დაკავშირებით აბსოლუტურად შეუფერებელი იყო და ბოდიშს ვიხდი მიყენებული შეურაცხყოფისთვის. მე მოველი, რომ საუდის არაბეთი არ დაგვაზიანებს და არ უარყოფს ჩვენს მემკვიდრეობას, ჩვენს ტრადიციებს და ებრაელი ხალხის უფლებებს იუდეასა და სამარიაში, ისტორიულ სამშობლოებზე და დაამყარებს ჩვენთან ნამდვილ მშვიდობას“, – განაცხადა სმოტრიჩმა ვიდეომიმართვაში.
ცნობისთვის, ბეზალელ სმოტრიჩმა დღეს განაცხადა: „საუდის არაბეთი თუ გვეტყვის, „ურთიერთობის ნორმალიზაცია პალესტინის სახელმწიფოს სანაცვლოდ“, არა, მეგობრებო, გმადლობთ, განაგრძეთ აქლემებით ჯირითი უდაბნოში“.