ისრაელის არმიამ ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას სექტორში პალესტინის „ისლამური ჯიჰადის“ ობიექტებზე ფართომასშტაბიანი საჰაერო დარტყმები დაიწყო. ისრაელის სამხედრო ავიაციის სამიზნე „ისლამური ჯიჰადის“ იარაღის საწარმო ობიექტები, საწყობები და რაკეტების გამშვები პოზიციებია.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ისრაელი არ არის დაინტერესებული ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებით, მაგრამ „გაანადგურებს მათ, ვინც ისრაელს ემუქრება“.
ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მაშინ როდესაც „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი, ზიად ნახალე თეირანში იმყოფება, ღაზას მცხოვრებლები იტანჯებიან. ბენი განცმა ასევე აღნიშნა, რომ „ჰამასის“ მმართველობა ღაზაში და მისი საშინელი შედეგები უნდა შეწყდეს.
ისრაელის არმიამ სამხედრო ოპერაციისას ღაზას სექტორში რადიკალური დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი მოკლა. რადიკალურმა მოძრაობა „ისლამურმა ჯიჰადმა“ კი, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 100-მდე რაკეტა გაუშვა.