ისლანდია პირველი ქვეყანა იქნება ევროპაში, რომელიც „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს მოხსნის. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.
ხვალიდან მოქალაქეებს სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება აღარ მოუწევთ.
ისლანდიის მთავრობის ინფორმაციით, მოსახლეობის 87 პროცენტი ვირუსის ერთი დოზით მაინც არის აცრილი.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ისლანდიაში „კოვიდ-19“-ის 360 000 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 6 637 ადამიანი.