ISIS-ის დამარცხების შემდეგ, გაერო-მ რაყაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა
ISIS-ის დამარცხების შემდეგ, გაერო-მ რაყაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი გაგზავნა

სირიის ქალაქ რაყაში გაერო-მ 2013 წლის შემდეგ პირველად ჰუმანიტარული ტვირთი შეიტანა.

აქამდე ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება რაყას მოსახლეობისთვის შეუძლებელი იყო, რადგან ქალაქს 2014 წლის დასაწყისიდან 2017 წლის ნოემბრამდე თვითგამოცხადებული ისლამური სახელმწიფო, იგივე „დაეში“ აკონტროლებდა.

საკვები და პირველადი მოხმარების ნივთები რაყას 30 ათასზე მეტ მოქალაქეს დაურიგდება.

2014 წლიდან „დაეშმა“ რაყა სახალიფოს დე ფაქტო დედაქალაქად გამოაცხადა, სადაც ეთნიკური და რელიგიური ნიშნით მასობრივი ხოცვა მოაწყო.