ისანში, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებისას შსს-მ ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა
ისანში, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიასთან ოპოზიციის აქციაზე დაპირისპირებისას შსს-მ ექვსი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების ცნობით, ექვსი პირი დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლი (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
ისანში, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები და მათი მხარდაჭერები არიან შეკრებილები. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვენ.