ოპოზიციის წარმომადგენლები ისნის მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, დაკავებულია რამდენიმე პირი [ვიდეო]

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ისანში, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.

საოლქოში ამ წუთებში სხდომა მიმდინარეობს.

ადგილზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ლელოს“ წევრები და მათი მხარდაჭერები აქციას მართავენ. ისინი საარჩევნო ადმინისტრაციებს არჩევნების შედეგების გაყალბებაში ადანაშაულებენ და სხდომებზე დასწრებას ითხოვენ.

ისნის საარჩევნო ოლქთან აქციაზე იმყოფება მოძრაობა „შეცვალეს“ წევრი გიგა მაქარაშვილი და საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი კაპანაძე.

როგორც მაქარაშვილი აცხადებს, მეხუთე საოლქო საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიარაღებული პირი იმყოფებოდა.

შეხლა-შემოხლის დროს პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.