ირმის ნახტომის გარშემო, იდუმალებით მოცული წყალბადის ღრუბლები წარმოუდგენელი სისწრაფით დაჰქრის
ირმის ნახტომის გარშემო, იდუმალებით მოცული წყალბადის ღრუბლები წარმოუდგენელი სისწრაფით დაჰქრის

კოსმოსში შემაძრწუნებლად ბევრი საიდუმლო იმალება. ისინი კიდევ უფრო იდუმალია იმიტომ, რომ არ შეგვიძლია ახლოს მისვლა და დეტალურად დათვალიერება. ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლოებით მოცულია ფენომენი, რომელსაც მაღალსიჩქარიან ღრუბლებს უწოდებენ — გაზის უზარმაზარი, სწრაფად მოძრავი ღრუბლებია ირმის ნახტომის ჰალოში.

თუმცა, სულ მალე შეიძლება მათ შესახებ ძალიან ბევრი რამ შევიტყოთ, რადგან სულ ახალხან, მეცნიერებმა შექმნეს ამ ღრუბლების ამ დრომდე ყველაზე დეტალური რუკა.

რადიოტელესკოპთა მონაცემების გამოყენებით, რუკა ღრუბლებს შიგნით წარმოაჩენს ფილამენტებს, შეჯგუფებებსა და განშტოებებს. ეს ყველაფერი მეცნიერებს აქამდე არასოდეს ენახათ.

„ეს რაღაც ისეთია, რასაც წარსულში ნამდვილად ვერ ვხედავდით და მან შეიძლება მოგვაწოდოს ახალი მონაცემები ამ ღრუბელთა წარმოშობისა და მათში არსებული ფიზიკური პირობების შესახებ“, — ამბობს ტობიას ვესტმაიერი, დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის ასტრონომი და რადიოასტრონომიული კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი; ეს რუკა სწორედ მისი შედგენილია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ღრუბელთა შესახებ გარკვეული რამ ვიცოდით, მეცნიერთათვის ისინი მაინც თავსატეხად რჩებოდა.

ისინი აბსოლუტურად უზარმაზარია, მზეზე მილიონობით მასიური, დიამეტრში კი 80 000 სინათლის წელი.

გადადგილდებიან გალაქტიკურ ჰალოში, ირმის ნახტომის გეგმის მიღმა; თუმცა, „გადაადგილება“ შედარებითია. მოძრაობენ გალაქტიკის ბრუნვითი მოძრაობისგან დამოუკიდებლად, უკიდურესად მაღალი სიჩქარით — 70-90 კმ/წმ.

ისინი სასტიკად საინტერესოა, რადგან არავინ იცის, სად გაჩნდნენ ან საიდან მოდიან.

არსებობს ჰიპოთეზები: მაგალითად, შეიძლება ეს იყოს მატერიის გაჟონვა ჩვენი გალაქტიკიდან გარეთ; ან მატერიის შემოსვლა ჩვენს გალაქტიკაში; ან მატერია, რომელიც გალაქტიკის წარმოქმნის შემდეგ დარჩა და მას მაინც ერწყმის ნელ-ნელა.

ერთ-ერთი მაღალსიჩქარიანი ღრუბელი სავარაუდოდ მოსულია მეზობელ მაგელანის დიდ და პატარა ღრუბლებთან ურთერთქმედების შედეგად.

მაგრამ დანარჩენი ღრუბლების შემთხვევა გაცილებით რთულია, რადგან მათი განსხვავებული შემადგენლობა განსხვავებულ წარმოშობაზე მიუთითებს. ზოგიერთ მათგანს იმაზე უფრო დაბალი მეტალიანობა აქვს, ვიდრე როგორც წესი, ირმის ნახტომში გვხვდება. თუმცა ამავე დროს, ზოგი მათგანი მდიდარია მძიმე ელემენტებით.

ვესტმაისტერმა ღრუბლები გამოაცალკევა ირმის ნახტომს შიგნით იგივე სიჩქარით მოძრავი ღრუბლების კვლევის შედეგად. ამისათვის მან HI4PI survey გამოიყენა — კვლევა, რომელიც ავსტრალიის პარკსის ობსერვატორიამ და გერმანიის ეფელსბერგის 100-მეტრიანმა რადიოტელესკოპმა ჩაატარეს.

ჯგუფის გათვლების მიხედვით, დარჩენილი მატერია — მარალსიჩქარიანი ღრუბლები — ცის სულ მცირე 13%-ს ფარავს.

„გაზის ეს ღრუბლები მოძრაობენ ჩვენკენ ან ჩვენგან საწინააღმდეგო მიმართულებით, წამში რამდენიმე ასეული კილომეტრი სიჩქარით“, — ამბობს ვესტმაისტერი.

„ისინი აშკარად ცალკე ობიექტებია“.

ვესტმაისტერმა თავის რუკა ყველასათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა. შესაბამისად, მისი ჩამოტვირთვა და შესწავლა ყველას შეუძლია. ვინ იცის, იქნებ ვინმემ შესძლოს და ოდნავ მეტი ნათელი მოჰფინოს მათი წარმოშობის ამბავს.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა. სრულად ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე.

მომზადებულია icrar.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით