იტალიის ქალაქ ტერნიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ეტლით ფარიკაობაში ქართველმა პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. B კატეგორიაში ხმლით მოასპარეზეთა შორის მსოფლიო თასის მრავალგზის გამარჯვებულმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია. მეოთხედფინალში მასპინძელ მარტა ნოჩენტის შეხვდა და მარტივად, 15-8 დაამარცხა.
ნახევარფინალი გაცილებით დაძაბული გამოდგა. უნგრელ ბოგლარკა მეზოსთან გამართული დაპირისპირება ხეცურიანმა 13-15 წააგო. ხვალ ევროპის ჩემპიონატზე რაპირაში A კატეგორიის შეხვედრები ჩატარდება, რომლებშიც მონაწილეობას ნინა თიბილაშვილი, გვანცა ზადიშვილი და მირანდა გიგაშვილი მიიღებენ. ხვალვე B კატეგირიაში რაპირით იასპარეზებს ირმა ხეცურიანიც.