ირმა ინაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დილიდან „გრუ“-თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ „გრუ“-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით, თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩაო
ირმა ინაშვილი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ - დილიდან „გრუ“-თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ „გრუ“-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით, თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩაო

მთელ ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ და ბოლოს, მაინც და მაინც თავისუფლების მოედნიდან, რუსულად იმღერეს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მოკლედ, რა ჟანრია, თავად განსაზღვრეთ: კომედიაა, ტრაგედიაა, ტრაგი-კომედიაა და თუ კიდევ სხვა რამ:

მთელ ქვეყანას რუსეთის აგენტებად აცხადებენ, რა ცხრილი და სქემა არ დახაზეს, რა მილიონებზე არ ილაპარაკეს და ბოლოს, მაინც და მაინც თავისუფლების მოედნიდან… დააკვირდით, თავისუფლების მოედნიდან რუსულად იმღერეს. ახლა აღარ იყო რუსეთი ოკუპანტი, თქვე ფარჩაკებო?

იმედია, ხვდებით, როგორ იშიფრება ეს ყველაფერი:

დილიდან ГРУ-თი დაიწყეს და საღამოს თავისუფლების მოედნიდან სწორედ ГРУ-ს მისცეს სიგნალი: თქვენი ვიყავით და თქვენი ვართ, იმასაც ჩაგაბარებთ, რაც ჩასაბარებელი დაგვრჩა ანუ ჩასაბარებელი კიდევ ბევრიაო.

აი, ეს იაფფასიანი… მართლა აგენტები ვინმეს რომ ГРУ-ს აგენტობას დააბრალებენ, ამაზე, მგონი, ყველაზე მეტად თვითონ ГРУ-ს ეცინება.

ფონოგრამა შეეშალათ, თურმე“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქზე“.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია-კონცერტზე პარტიის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ბუბა კიკაბიძემ „თბილისოს“ ნაწილი რუსულად იმღერა, რის შემდეგაც ბუბა კიკაბიძემ განმარტა, რატომ იმღერა „თბილისოს“ ნაწილი რუსულ ენაზე. როგორც კიკაბიძემ აღნიშნა, ორი კუპლეტი „თბილისო“ რუსულად იმღერა, რადგან რუსებს გაეგოთ, როგორი ლამაზი ქვეყანაა საქართველო.