ირლანდიური გამოცემა - ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ საეჭვოა, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან წავიდეს #1TVSPORT
ირლანდიური გამოცემა - ევრო 2024-ზე გასვლის შემდეგ საეჭვოა, რომ სანიოლი საქართველოს ნაკრებიდან წავიდეს #1TVSPORT

გამოცემა Paddypower-ის ცნობით, ირლანდიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვილი სანიოლის დანიშვნის შანსი შემცირდა – როგორც ჩანს, „ჯვაროსნების“ მწვრთნელი მათ შეთავაზებას არ დათანხმდება.

ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებლის, ჯონ ოშის ხელმძღვანელობით ირლანდიელებმა ფრედ (0:0) ითამაშეს ბელგიასთან და დამაცხდნენ შვეიცარიასთან (0:1).

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი მთავარ მწვრთნელად დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატატდ რჩება, მაგრამ საბოლოოდ რა მოხდება, არავინ იცის. შერჩეული კანდიდატებიდან ირლანდიის საფეხბურთო კავშირი არჩევანს სექტემბერში გააკეთებს, კანდიდატი კი საკმაოდ ბევრია: ჯონ ოში, კრის ჰიუტონი, სტივ ბრიუსი, ლი კარსლი, როი კინი, ოლე გუნარ სულშერი, ენტონი ბარი, გუსტავო პოიეტი, რობი კინი, რაფა ბენიტესი, კრის კოულმანი, ნილ ლენონი, დემიენ დაფი, სემ ელერდაისი.

ვილი სანიოლის დანიშვნის შანსები ბოლო პერიოდში მკვეთრად შემცირდა. მან მიუნხენის „ბაიერნში“ 200 მატჩი ჩაატარა და 12 ტიტული მოიგო. შემდეგ გერმანულ კლუბში კარლო ანჩელოტის ასისტენტად დაინიშნა. მუშაობდა საფრანგეთის 20 და 21-წლამდელთა ნაკრებებში, ასევე „ბორდოში“, სადაც თამაშების 40% მოიგო, ხოლო საქართველოს ნაკრებში – 45%.

ახალგაზრდულ და პროფესიულ დონეზე სანიოლის გამოცდილება, შეიძლება იყოს ის, რაც ირლანდიის ნაკრებს ასე სჭირდება. თუმცა, ძნელი წარმოსადგენია, რომ ფრანგი სპეციალისტი საქართველოს ნაკრებიდან წავიდეს მით უმეტს, მას შემდეგ, რაც გუნდი ევრო 2024-ზე გაიყვანა“, – ამტკიცებს ირლანდიური გამოცემა.