ირლანდიის პრემიერ-მინისტრი – დღეს, როცა ირლანდია იღებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, ვიმუშავებთ, რომ უკრაინამ კვლავ მიიღოს მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად
დღეს, როცა ირლანდია იღებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, პირობას ვდებ, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას, – ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, მიშელ მარტინმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მიშელ მარტინმა აღნიშნა, ირლანდია პარტნიორებთან ერთად გააგრძელებს მუშაობას სანქციების მეშვეობით რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად, რათა ვერ მიიღონ შემოსავლები ომის გასაგრძელებლად და დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან.
„უკრაინელები იმსახურებენ, იცხოვრონ მშვიდობიან და აყვავებულ ქვეყანაში, უსაფრთხო და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გვინდა, რომ უკრაინამ დაიკავოს თავისი ღირსეული ადგილი ევროპულ ოჯახში და გაიზიაროს ჩვენი საერთო ღირებულებები. დღეს, როცა ირლანდია იღებს ევროკავშირის თავმჯდომარეობას, პირობას ვდებ, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას. ჩვენ ვიმუშავებთ, რომ თქვენ განაგრძოთ იმ პოლიტიკური, ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის მიღება, რაც უკრაინას სჭირდება რუსეთის აგრესიისადმი წინააღმდეგობის გასაწევად“, – აღნიშნა მარტინმა.
მანამდე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ იმედი აქვს, ირლანდიის თავმჯდომარეობის პერიოდში შესაძლებელი გახდება ხელშესახები პროგრესის მიღწევა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიმავალ გზაზე.