ირლანდიამ გიბრალტარს გაჭირვებით მოუგო
GIBRALTAR, GIBRALTAR - MARCH 23: Harry Arter of Ireland is tackled by Anthony Bardon of Gibraltar during the 2020 UEFA European Championships group D qualifying match between Gibraltar and Republic of Ireland at Victoria Stadium on March 23, 2019 in Gibraltar, Gibraltar. (Photo by Alex Pantling/Getty Images)
ევრო 2020-ის შესარჩევი ტურნირის D ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრებიც გამოდის, პირველი მატჩი ჩაატარა ირლანდიის ნაკრებმა, რომელიც ჩვენი მეტოქე იქნება მეორე ტურში.
ირლანდიელები სტუმრად ხვდებოდნენ ჯგუფის აუთსაიდერ გიბრალტარის ნაკრებს და დიდი გაჭირვებით შეძლეს მოგება. ერთადერთი გოლი სტუმრებმა მეორე ტაიმში, 49-ე წუთზე გაიტანეს – თავი გამოიჩინა ბარნლის ფეხბურთელმა ჯეფ ჰენდრიკმა. მან დევიდ მაკგოლდრიკის პასი გამოიყენა.
ირლანდიას 61 პროცენტი ჰქონდა ბურთის ფლობა, 14-ჯერ დაარტყა კარში, აქედან მხოლოდ სამჯერ ზუსტად. გიბრალტარს რვა დარტყმა ჰქონდა, რომელთანაგაც ორი იყო ზუსტი.
ირლანდიამ ასეთი შემადგენლობით ითამაშა
რენდოლფი – კოულმენი, დაფი, კეოგი, სტივენსი – მაკლინი, ჰენდრიკი, დოჰერტი (56. ბრეიდი) – ჰურიჰენი – მაკგოლდრიკი, მაგუაირი (72. არტერი).
ირლანდიისა და საქართველოს მატჩი 26 თებერვალს, დუბლინში თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. მატჩი პირდაპირ ეთერში პირველი არხის პირდაპირი ეთერით გადაიცემა.