ირინა სამსონია - განათლების სფეროს მუდმივი განახლება და ცვლილებები სჭირდება
ირინა სამსონია - განათლების სფეროს მუდმივი განახლება და ცვლილებები სჭირდება

განათლების სფეროს მუდმივი განახლება და ცვლილებები სჭირდება, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა სამსონიამ განაცხადა.

მისი თქმით, დგება ეტაპი, როდესაც ცვლილება აუცილებელია, უბრალოდ სისტემა მოითხოვს ძირეულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს.

„წლების განმავლობაში მუდმივად იცვლებოდნენ მინისტრები. მოგეხსენებათ, მუდმივად იყო რაღაცნაირი დაპირებები ძირეული ცვლილებების შესახებ, მაგრამ ეს ხორციელდებოდა ეპიზოდურად, ხშირად არათანმიმდევრულად. ვფიქრობ, დგება ეტაპი, როდესაც ცვლილება აუცილებელია, უბრალოდ სისტემა მოითხოვს ძირეულ და მნიშვნელოვან ცვლილებებს. განათლების სფერო მოგეხსენებათ ყველაზე დინამიური სფეროა, ამიტომ აქ არის საჭირო მასზე დაკვირვება, გარკვეული გადაწყვეტილებების გადახედვა, სისტემის განახლება მუდმივად საჭიროა, ეს ამ სფეროს სპეციფიკაა. ამდენად მიმაჩნია, რომ რეფორმის შედეგად განხორციელებული ცვლილებები, რომელიც წლების წინ მოხდა, ზოგჯერ შეიძლება თვითონვე იქცეს შემაფერხებელ ფაქტორად. შესაძლებელია იმ ეტაპზე ეს იყო ძალიან პროგრესული ნაბიჯი, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ შესაძლებელია თავად იქცეს სისტემის განვითარების შემაფერხებელ ფაქტორად. ამიტომ, ვფიქრობ, ძირეული ცვლილებები გარკვეული პერიოდულობით ნამდვილად აუცილებელია”, – განაცხადა განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მოადგილეები, თემურ მურღულია, ლია გიგაური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი და პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი მაჩაბელი რამდენიმე პირი საქართველოს განათლების თანამდებობიდან გაათავისუფლა.