ირანში აცხადებენ, რომ კასპიის ზღვაში უკრაინის თავდასხმის შედეგად ირანელი მეზღვაური დაიღუპა

00:02, 26.07.2026

ირანში აცხადებენ, რომ კასპიის ზღვაში უკრაინის თავდასხმის შედეგად ირანელი მეზღვაური დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი” წერს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო უკრაინის მიერ კასპიის ზღვაში ირანის კომერციულ გემზე განხორციელებული თავდასხმა და განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხოლო ერთი დაშავდა.

თეირანმა მომხდარი „აგრესიულ აქტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და უსაფრთხოებას.

ამასთან, ირანმა უკრაინა რუსეთ-უკრაინის ომის გაფართოების მცდელობაში დაადანაშაულა.

ცნობისთვის,  უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთის გადამტან გემებზე თავდასხმა განახორციელა.

მსგავსი