ვოლოდიმირ ზელენსკი – კასპიის ზღვაში ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთის გადამტან გემებზე თავდასხმა განვახორციელეთ
უკრაინამ კასპიის ზღვაში ირანიდან რუსეთში სამხედრო ტვირთის გადამტან გემებს დაარტყა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
როგორც ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, უკრაინამ „შორ მანძილზე განხორციელებული დარტყმების შედეგად კასპიის ზღვაში ძალიან კარგ შედეგებს“ მიაღწია.
„კერძოდ, საუბარია გემებზე, რომლებიც ირანიდან სამხედრო ტვირთის გადაზიდვაში მონაწილეობდნენ, ასევე ერთ სამხედრო ხომალდზე“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკის განცხადებით, იერიში მიიტანეს კიროვის ოლქში მდებარე ქარხანაზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებისთვის საჭირო კომპონენტებს აწარმოებს და უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1 200 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.