ირანმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრას ბოიკოტი გამოუცხადა #1TVSPORT
ირანმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრას ბოიკოტი გამოუცხადა #1TVSPORT

ირანის დელეგაციამ ბოიკოტი გამოუცხადა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის წილისყრის ცერემონიას, რომელიც 5 დეკემბერს ვაშინგტონში გაიმართება.

ტურნირის ერთ-ერთი ფინალისტის ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ უარი უთხრა ქვეყანაში შესასვლელ ვიზებზე ირანის დელეგაციის რამდენიმე წევრს.

„ჩვენ ვაცნობეთ ფიფა-ს, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას არანაირი კავშირი არ აქვს სპორტთან და რომ ირანის დელეგაციის წევრები არ მიიღებენ მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრაში“, – წერია ირანის ფეხბურთის განცხადებაში.

ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის წინ მეორე კალათში მოხვდა.