ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო იერიშები მიიტანა
ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო იერიშები მიიტანა

ირანმა ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე საპასუხო იერიშები მიიტანა.

„ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, თავდასხმის სამიზნე 18 მნიშვნელოვანი ობიექტი გახდა, მათ შორის საავიაციო ბაზები ბაჰრეინში, ქუვეითსა და იორდანიაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ იორდიანიაში განლაგებულ სამხედრო ბაზაზე „ობიექტები და საბრძოლო თვითმფრინავები განადგურდა“.

ბაჰრეინში გამაფრთხილებელი სირენები ორჯერ ამოქმედდა, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა.

ამასთან, დროებით დაიხურა ქუვეითის საჰაერო სივრცეც.

მანამდე აშშ-მა ირანზე „თავდაცვითი დარტყმების“ ახალი ტალღა განახორციელა. ცენტრალური სარდლობის ცნობით, თავდასხმის სამიზე ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობები, საკომუნიკაციო სისტემები და საჰაერო თავდაცვის ობიექტები გახდა.