აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ ირანზე დამატებითი „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს
აშშ-მა ირანზე „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.
„აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ძალებმა დღეს, უმაღლესი მთავარსარდლის ბრძანებით, ირანში რამდენიმე სამიზნეზე დამატებითი თავდაცვითი დარტყმები დაიწყეს. დარტყმები ირანის დაუსაბუთებელი და განგრძობითი აგრესიის საპასუხოდ განხორციელდა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
მანამდე ირანულმა სააგენტომ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანი ნებისმიერ აგრესიას „ძლიერ პასუხს“ გასცემს.
U.S. Central Command forces began launching additional self-defense strikes today at 5:15 p.m. ET against multiple targets in Iran at the Commander in Chief’s direction. The strikes are in response to Iran’s unwarranted and continued aggression.
— U.S. Central Command (@CENTCOM) June 10, 2026