ირანის ვიცე-პრეზიდენტი – მადლობას ვუხდი ირანის მეცნიერების სამინისტროს ირანის უნივერსიტეტების მიერ ჰიჯაბით აზერბაიჯანელი გოგონების მიღების მზაობისთვის
ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ირანის მეცნიერების მინისტრს, რომელიც აზერბაიჯანმა გააკრიტიკა.
„მადლობას ვუხდი მეცნიერების სამინისტროს ირანის უნივერსიტეტების მიერ ჰიჯაბით აზერბაიჯანელი გოგონების მიღების მზაობისთვის. ასევე, ვთხოვ ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებს, განათლების სხვა წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის ხელისუფლებას, მიიღონ საჭირო ზომები აზერბაიჯანელი სტუდენტებისთვის განათლების მისაღებად და გასაგრძელებლად“, – განაცხადა მოჰამად-რეზა არეფმა.
მანამდე ირანის მეცნიერების, კვლევისა და ტექნოლოგიების მინისტრმა, ჰოსეინ სიმაი-სარაფმა განაცხადა ირანის უნივერსიტეტების მზადყოფნის შესახებ, მიიღონ აზერბაიჯანელი გოგონები.
„ირანის უნივერსიტეტების კარი ღიაა განათლების მსურველი აზერბაიჯანელი გოგონებისთვის. ჩვენ შეგვიძლია, მივიღოთ წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთგული ქალიშვილები, რომლებიც იძულებული არიან, მოიხსნან ჰიჯაბი განათლების უფლების განსახორციელებლად“, – აღნიშნა ჰოსეინ სიმაი-სარაფმა.
ضمن قدردانی از رویکرد هوشمندانه وزارت علوم در استقبال از پذیرش دختران محجبه محروم از تحصیل جمهوری آذربایجان،از وزرای محترم بهداشت و آموزش و پرورش و رئیس محترم دانشگاه آزاد اسلامی نیز میخواهم برای پذیرش و ادامه تحصیل دانشآموزان و دانشجویان آذربایجانی اقدامات لازم را انجام دهند.
— محمدرضا عارف (@ir_aref) October 25, 2026