მოჰსენ რეზაი – თეირანი ნებისმიერი ქვეყნის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზომების მხარდაჭერას „ომის აქტად“ აღიქვამს

16:46, 24.08.2026

ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა, რომ თეირანი ნებისმიერი ქვეყნის მიერ ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი ეკონომიკური ზომების მხარდაჭერას „ომის აქტად“ აღიქვამს.

„თუ ეკონომიკური ომი გაგრძელდება, ნავთობის არც ერთი წვეთი არ გაიგზავნება, არც ჰორმუზის სრუტის გავლით და არც სპარსეთის ყურის ნებისმიერი ადგილიდან. ირანი ნებისმიერი ქვეყნის მონაწილეობას, ან მხარდაჭერას ირანელი ხალხის წინააღმდეგ ამერიკის ეკონომიკურ ომში, ომის აქტად მიიჩნევს“, – დაწერა ირანის უმაღლესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომისა და იზოლაციის“ უპრეცედენტო მასშტაბით დაწყების შესახებ განაცხადა. აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა კი აღნიშნა, რომ ვაშინგტონი „ყველაზე მასშტაბურ ფინანსურ შეტევას იწყებს, რომელიც ოდესმე მოწინააღმდეგის წინააღმდეგ განხორციელებულა“.

ამერიკის პრეზიდენტმა ასევე გააფრთხილა ქვეყნები, რომელთა ფინანსური ინსტიტუტები, კომპანიები, აეროპორტები ან სახელმწიფო სტრუქტურები თეირანს მხარდაჭერას გაუწევენ, რომ მათ აშშ-ის მხრიდან სერიოზული ეკონომიკური შედეგები დაემუქრებათ.

მსგავსი