ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გასულ ღამეს ირანის რამდენიმე რაიონზე აშშ-ის თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა

10:06, 24.07.2026

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, გასულ ღამეს ირანის რამდენიმე რაიონზე შეერთებული შტატების თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა.

მათივე ინფორმაციით, აშშ-მა ირანის რამდენიმე რეგიონზე მიიტანა იერიში. მათ შორისაა ხუზესტანის პრონვიცია, სადაც ქალაქ ავჰაზზე თავდასხმას  ოთხი პირი ემსხვერპლა.

ამასთან, სახელმწიფო მაუწყებლის, IRIB-ის ცნობით, საპორტო ქალაქ ბანდარ აბასზე თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

ცნობისთვის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობით განცხადებით, ღამით ირანის წინააღმდეგ დარტყმების კიდევ ერთი ტალღა განახორციელეს, რისი მიზანიც თეირანის დასუსტება და ირანის მიერ მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შემცირებაა. ამასთან, როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე ღია რჩება და კომერციული გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად მოძრაობას აგრძელებენ.

მსგავსი