აშშ-ის ცენტრალური სარდლობა – მეცამეტე დღეა, ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს წარმატებით ვახორციელებთ, ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს

09:12, 24.07.2026

მეცამეტე დღეა, აშშ-ის ძალები ირანის სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმებს წარმატებით ახორციელებენ, – ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც აშშ-ის ცენტრალური სარდლობაში აცხადებენ, ირანის წინააღმდეგ განხორციელებული კიდევ ერთი დარტყმის მიზანი თეირანის დასუსტება და ირანის მიერ მეზღვაურებსა და კომერციულ გემებზე თავდასხმების შემცირებაა.

ამასთან, როგორც აშშ-ის ცენტრალურ სარდლობის განცხადებაშია აღნიშნული, „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ ბოლოდროინდელი თავდასხმების მიუხედავად, ჰორმუზის სრუტე ღია რჩება და კომერციული გემები აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერით თავისუფლად მოძრაობას აგრძელებენ.

„აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ირანის სამხედრო სამეთაურო ცენტრები, დრონების საწყობები, საკომუნიკაციო ქსელები, სანაპირო სათვალთვალო ადგილები და საზღვაო შესაძლებლობები მიზანში ამოიღო, რათა კიდევ უფრო შეემცირებინა საფრთხე, რომელსაც ირანი უქმნის სამოქალაქო მეზღვაურებსა და კომერციულ გემებს. ამჟამად ახლო აღმოსავლეთში 50 000-ზე მეტი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს“, – ნათქვამია სარდლობის განცხადებაში.

მსგავსი