ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე – დონალდ ტრამპის ბოდვა ჰორმუზის სრუტის შესახებ ან გამოსწორდება, ან ჩვენ გამოვასწორებთ ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქაზემ ღარიბაბადი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ სოციალურ ქსელში ჰორმუზის სრუტის ფოტოს გამოქვეყნებას ეხმაურება.
მისივე თქმით, ტრამპი თუ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით მცდარ შეხედულებას არ შეიცვლის, ამას ირანი გააკეთებს.
„მალე დონალდ ტრამპის ბოდვა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით ან გამოსწორდება, ან ჩვენ გამოვასწორებთ ამ თავგზააბნეული კაცის ბოდვებს“, – წერს ღარიბაბადი.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჰორმუზის სრუტე „აშშ-ის ახალ ტერიტორიად“ მოიხსენია. ტრამპის მიერ გამოქვეყნებულ რუკაზე ირანსა და ომანს შორის მდებარე ჰორმუზის სრუტე წრეშია მონიშნული, ხოლო გამოსახულების ზემოთ ინგლისურ ენაზე წარწერაა: „აშშ-ის ახალი ტერიტორია“.