ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის წერილს უახლოეს დღეებში უპასუხებს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის წერილს უახლოეს დღეებში უპასუხებს

ირანი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს უახლოეს დღეებში უპასუხებს, – ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.

ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, თეირანი უარს აცხადებს ზეწოლისა და მუქარის ქვეშ ვაშინგტონთან პირდაპირ მოლაპარაკებებზე.

აბას არაღჩის განცხადებით, ბირთვული ხელშეკრულების აღდგენის მიზნით ირანმა ჩაატარა არაპირდაპირი მოლაპარაკებები სამ ევროპულ სახელმწიფოსთან: დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასა და საფრანგეთთან და ირანი ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთსა და ჩინეთთან.

„ვიდრე არსებობს მუქარა, ჩვენი პოლიტიკაა არა პირდაპირი მოლაპარაკებები, არამედ არაპირდაპირი მოლაპარაკებების გაგრძელება“, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება.