დონალდ ტრამპმა აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა და იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის წერილი გაუგზავნა, რომელშიც იმედი გამოთქვა, რომ ირანი ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას დათანხმდება. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
დონალდ ტრამპმა Fox Business Network-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ირანისთვის უკეთესი იქნება.
„აღვნიშნე, რომ იმედი მაქვს, მოლაპარაკებებს დავიწყებთ, რადგან ეს ბევრად უკეთესი იქნება ირანისთვის. ვფიქრობ, მათ სურდათ ამ წერილის მიღება, რადგან ამის ალტერნატივაა, რომ ჩვენ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ვინაიდან ვერ დავუშვებთ კიდევ ერთ ბირთვულ სახელმწიფოს“, – განაცხადა ტრამპმა.