ირანის პრეზიდენტი - მე ვეუბნები ჯო ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა
ირანის პრეზიდენტი - მე ვეუბნები ჯო ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ჯო ბაიდენს პასუხობს და აცხადებს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა. ასე გამოეხმაურა რაისი აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო.

თეირანში აშშ-ის საელჩოში შეჭრის 43-ე წლისთავისადმი მიძღვნილ დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას, იბრაჰიმ რაისიმ 1979 წლის ისლამურ ევოლუციაზე ისაუბრა.

„მე ვეუბნები ბაიდენს, რომ ირანი 43 წლის წინ გათავისუფლდა“, – განაცხადა ირანის ლიდერმა თეირანში გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

აშშ-ის პრეზიდენტმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს განაცხადა: „არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა.