ჯო ბაიდენი - ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს 
ჯო ბაიდენი - ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა „ირანის გათავისუფლების“ პირობა დადო. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ განცხადება ბაიდენმა კონგრესის შუალედური არჩევნების კამპანიის დროს, სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„არ ინერვიულოთ, ჩვენ მალე გავათავისუფლებთ ირანს. ისინი საკუთარ თავს ძალიან მალე გაათავისუფლებენ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა კალიფორნიაში გამოსვლისას.

ბაიდენს არ დაუკონკრეტებია, რის გაკეთებას აპირებს აშშ-ის მთავრობა „ირანის გასათავისუფლებლად“.

პრეზიდენტის აღნიშნულ განცხადებაზე თეთრ სახლში ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.

შეგახსენებთ, ირანში უკვე შვიდი კვირაა ანტისამთავრობო აქციები გრძელდება. საპროტესტო ტალღა ე.წ. მორალის პოლიციის მიერ დაკავებული 22 წლის მაჰსა ამინის სიკვდილის შემდეგ აგორდა.