ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს #1TVSPORT
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლის მიუხედავად, ირანის ნაკრებმა, შესაძლოა, ვერ შეძლოს ტურნირზე თამაში.
გამოცემა Planet Football-ის ინფორმაციით, მომავალი ჩემპიონატის დაწყებამდე ერთი წელია დარჩენილი და ტურნირი უკვე სკანდალშია გაეხვა. ირანის ნაკრებმა მოიგო აზიის შესარჩევის A ჯგუფი, რითიც მსოფლიო ჩემპიონატის პირდაპირი საგზური მოიპოვა, მაგრამ, შესაძლოა, ტურნირზე გამოსვლა ვერ შეძლოს.
საქმე ისაა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც ირანი ოფიციალურად მოხვდა იმ ქვეყნების სიაში, რომლის მოქალაქეებსაც აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ქვეყნებს შორის არსებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.
ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) არ აკეთებს კომენტარს აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით. ამ მომენტისთვის პრობლემის გადაწყვეტის ყველაზე რეალური ვარიანტია ჯგუფურ ეტაპზე ირანის ნაკრების ყველა მატჩის მექსიკის სტადიონებზე ჩატარება. თუმცა ამ გეგმის რეალიზება რთული იქნება ირანის პლეი ოფში გასვლის შემთხვევაში.