ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად ქვეყნის მასშტაბით ასობით ქალი და ბავშვი დაიღუპა.
კერძოდ, განცხადებაში ნათქვამია, რომ დაღუპულია 18 წლამდე ასაკის 220 ბავშვი, 1959 კი დაშავდა. დაღუპულთაგან 18 იყო ხუთ წლამდე ასაკის, ხოლო დაშავებულთაგან 70 იყო ორ წლამდე ასაკის ბავშვი.
ამასთან, ირანის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 254 ქალი, 4830 კი დაშავდა.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამჟამად 481 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია, 28 918 ამბულატორიულად მკურნალობს, 1 220 ადამიანს კი ოპერაცია ჩაუტარდა. ამასთან, იერიშების შედეგად დაზიანდა სასწრაფო დახმარების 41 მანქანა.