ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ კორონავირუსით არის დაინფიცირებული

17:30, 25.02.2020

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე საავადმყოფოდან სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საშუალებით ვიდეოს ავრცელებს.

ვიდეოში ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ნამდვილად კორონავირუსით არის დაინფიცირებული.

„მეც დავინფიცირდი. მინდა გითხრათ, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ამ ვირუსზე“, – ამბობს მინისტრის მოადგილე ვიდეოში.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამ დროისთვის კარანტინში იმყოფება.

მსგავსი